მედია: უნგრეთი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ გეგმას ბლოკავს

06.12.25 14:45
მედია: უნგრეთი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ გეგმას ბლოკავს

უნგრეთი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ გეგმას ბლოკავს - Politico-ს თანახმად, ბუდაპეშტი ეწინააღმდეგება უკრაინის დასახმარებლად საერთო ევროპული ობლიგაციების გამოშვებას, ხოლო ევროკავშირისთვის, ამ ეტაპზე, ეს ყველაზე რეალისტური გზაა, რომ უკრაინას დაეხმაროს 2026 წელს.

გამოცემა ხაზს უსვამს ბელგიის მიერ გამოხატულ სკეპტიციზმსაც. ბელგიაში განთავსებულია გაყინული რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი. ბრიუსელი შიშობს, რომ რუსეთი თავისი აქტივების დაბრუნებას მოითხოვს სწორედ ბელგიისგან და არა მთლიანად ევროკავშირისგან.

Politico აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარასკევ საღამოს, უნდა გამართულიყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოლაპარაკებები ბელგიის მთავრობის მეთაურთან. ამ შეხვედრის შედეგები არ არის ცნობილი.