გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ახლა ისე საჩქაროა, როგორც არასდროს - სიბიგა
გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ახლა ისე საჩქაროა, როგორც არასდროს - ამის შესახებ უკრაინის საგარეოსაქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს და რუსეთის მიერ უკრაიანზე მორიგ თავდასხმას ეხმაურება.
მისი თქმით, რუსეთი სამშვიდობო მცდელობებს უგულებელყოფს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას აგრძელებს.
ღამით რუსეთმა ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ეს იმას ადასტურებს, რომ უკრაინის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის მიზნით გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა გადაიდოს. განსაკუთრებით კი, სამშვიდობო პროცესის საბაბით. თამამი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი, კერძოდ, გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ახლა საჩქაროა ისე, როგორც არასდროს“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.