Axios: აშშ-მა აიძულა ზელენსკი და პუტინი გარკვეულ დათმობებზე დაეუყოლიებინა

07.12.25 10:49
Axios: აშშ-მა აიძულა ზელენსკი და პუტინი გარკვეულ დათმობებზე დაეუყოლიებინა

Axios-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებების გუნდმა შეძლო მოსკოვისა და კიევის მხრიდან იმ დათმობების მიღება, რომლებიც აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმების დასამუშავებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი საათი ესაუბრა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. წყაროების თქმით, საუბარი შეეხო ტერიტორიულ საკითხებსა და ომის შემდგომ უსაფრთხოების გარანტიებს.

ინფორმატორები აცხადებენ, რომ აშშ ცდილობს იდეების მომზადებას ტერიტორიული საკითხის გადასაჭრელად, ხოლო უსაფრთხოების გარანტიებზე უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა კვლავ საჭიროა შეჯერება, რათა ყველა მხარისთვის პირობები ერთნაირად მისაღები იყოს. 

უიტკოფისა და კუშნერის მონაწილეობით მოლაპარაკებები მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები