ინდოეთში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის შტატ გოაში, სოფელ არპორაში მდებარე ღამის კლუბ Birch by Romeo Lane-ში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის 14 კლუბის თანამშრომელი და 4 ტურისტია; დანარჩენთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი ღამის საათებში, დაახლოებით შუაღამისას, მაშინ დაიწყო, როცა კლუბში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის წინასწარი ვერსიით, შემთხვევა შესაძლოა გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
გოას პრემიერ-მინისტრმა პრამოდ სავანტმა განაცხადა, რომ კლუბის მფლობელების წინააღმდეგ დაკავების ორდერი უკვე გაცემულია. კლუბის მენეჯერი და სხვა პასუხისმგებელი პირები დაკავებულნი არიან. დამატებით, დაწყებულია გამოძიება იმის დასადგენად, ასრულებდა თუ არა კლუბი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სტანდარტებს.