Reuters-ი: იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

08.12.25 19:09
Reuters-ი: იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის სანაპიროსთან 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, გამოცხადებულია დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის ცუნამის საფრთხე.

ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა ჰოკაიდოს, აომორის და ივატეს პრეფექტურებისთვის. 

გამოცემა წერს, რომ მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:15 საათზე აომორის პრეფექტურის სანაპიროდან დაახლოებით 80 კმ-ში მოხდა.

მსგავსი სიახლეები