BBC: ლონდონში ზელენსკისა და "ევროპული სამეულის" ლიდერების შეხვედრა დასრულდა
ლონდონში ზელენსკისა და "ევროპული სამეულის" ლიდერების შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ლონდონში, დაუნინგ სტრიტ 10-ში, უკრაინის პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა თითქმის ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მაკრონმა და მერცმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია დატოვეს.
BBC-ი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა შესაძლოა ერთობლივი წერილობითი განცხადება გავრცელდეს.
ახლა კირ სტარმერი და ზელენსკი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში გაფრინდება, რათა NATO-ს, ევროკავშირისა და ევროკომისიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართოს.