პუტინმა 2026 წლის სამხედრო შეკრებებზე რეზერვისტების გამოძახების დადგენილებას მოაწერა ხელი

09.12.25 10:02
პუტინმა 2026 წლის სამხედრო შეკრებებზე რეზერვისტების გამოძახების დადგენილებას მოაწერა ხელი

რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს, 8 დეკემბერს, ხელი მოაწერა გბრძანებას, რომლის მიხედვითაც მომდევნო წელს სამხედრო შეკრებებზე უნდა გამოიძახონ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის არმიის რეზერვში იმყოფებიან. ამის შესახებ Telegram-არხი "რია ნოვოსტი" იუწყება.

ასევე სამხედრო შეკრებებზე უნდა გამოცხადდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში  და რუსული გვარდიის რეზერვში არიან. აღნიშნულია, რომ პუტინის დადგენილების ორი პუნქტი გამოქვეყნებას არ ექვემდებარება.

საინტერესოა, რომ ასეთი სამხედრო შეკრებები რუსეთის ტერიტორიაზე ყოველწლიურად ტარდება კრემლის ლიდერის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ.