ევროკავშირი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს - ფონ დერ ლაიენი

09.12.25 10:07
ევროკავშირი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს - ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირი მზადაა განიხილოს დაფინანსების ახალი პაკეტები, რათა უკრაინა ძლიერი იყოს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ევროკავშირი თავის პრინციპებს ერთგულად იცავს.
უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემა აუცილებელია. უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი — როგორც ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზი“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, იგივე პრიორიტეტები განიხილეს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისასაც.

„ეს საკითხები ჩვენი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა იყო ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. ევროპა გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ყველა ძალისხმევაში“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები