„უკრაინის ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება“ - უკრაინის პასუხი კრემლს

10.12.25 10:14
„უკრაინის ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება“ - უკრაინის პასუხი კრემლს

„უკრაინის ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება“ - ასე უპასუხა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ანდრეი მელნიკმა, კრემლის „ომის შეწყვეტის“ სურვილების სიას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მისი თქმით, მოსკოვის მოლოდინები სრულიად მიუღებელია:

„ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება. ჩვენ არ ვართ საშობაო ბაზრობაზე, არც ჩერკიზონის ბაზარზე,“ - აღნიშნა მან.

მელნიკმა დასძინა, რომ რუსეთი უკრაინის კაპიტულაციას ითხოვს, თუმცა ეს არასოდეს მოხდება:

„რუსეთს უნდა, რომ უკრაინამ იარაღი დაყაროს და დანებდეს. ჩემი პასუხი კი ასეთია: ვერაფერს მიიღებთ,“ - მიმართა მან რუსეთის წარმომადგენელს, ვასილი ნებენზიას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა კვლავ განაცხადა, თითქოს დონბასი „საუკუნეების განმავლობაში რუსეთი იყო“ და ეს „ისტორიული ფაქტია“. პუტინის სიტყვებით, ლენინმა „გადააბარა“ დონბასი უკრაინას, ხოლო მიმდინარე ომს „ლოგიკურ დასრულებამდე“ მიიყვანს და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები