რუსეთში „არამეგობრული სახელმწიფოებიდან“ ზარების „ბლოკირებას“ გეგმავენ

10.12.25 10:30
რუსეთში „არამეგობრული სახელმწიფოებიდან“ ზარების „ბლოკირებას“ გეგმავენ

რუსეთში „არამეგობრული სახელმწიფოებიდან“ ზარების „ბლოკირებას“ გეგმავენ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები "სატელეფონო თაღლითობასთან" ბრძოლის ფარგლებში შემუშავებულ მეორე პაკეტში შევა.

რუსეთს „არამეგობრულად" გამოცხადებული ჰყავს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, უკრაინა, აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია.

  • ცნობისთის, ბოლო თვეებია რუსეთის ხელისუფლება სახელმწიფო მესენჯერის, Max-ის ლობირებასთან ერთად ზღუდავს სხვა ონლაინ-სერვისების მესენჯერების მუშაობას და სატელეფონო კავშირს. მას შემდეგ, რაც აგვისტოში შეიზღუდა ზარები WhatsApp-იდან და Telegram-იდან, რუსეთის სახელმწიფო დუმაში განაცხადეს, რომ „თაღლითებმა“ სტაციონარული კავშირის გამოყენება დაიწყეს და ამ პრაქტიკასაც უნდა ებრძოლონ.