მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, ბულგარეთის მთავრობა გადადგა

11.12.25 16:35
მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, ბულგარეთის მთავრობა გადადგა

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ორკვირიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, ბულგარეთის მთავრობა გადადგა. 

მთავრობსი გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვიმ გააკეთა. 

აქციები თავდაპირველად 2026 წლის სამთავრობო საბიუჯეტო გეგმებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ წარმოშვა, თუმცა მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და როსენ ჟელიაზკოვის (GERB) მთავრობის, ასევე DPS-ის ლიდერის, სანქცირებული ოლიგარქის, დელიან პეევსკისა და GERB-ის ლიდერის, ბოიკო ბორისოვის წინააღმდეგ მიემართა

მსგავსი სიახლეები