ტრამპი: აშშ-ს სამშვიდობო გეგმით უკრაინელი ხალხი აღფრთოვანდა, წინააღმდეგი მხოლოდ ზელენსკი იყო
დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთისა და უკრაინის მიმართულებით შეთანხმების მიღწევასთან უკიდურესად ახლოს იყო.
მისი თქმით, როგორც მოსკოვთან, ისე კიევთან მოლაპარაკებების კონცეფცია თითქმის მზად იყო და მას უკრაინული მხარის უმეტესობა დადებითად აფასებდა, თუმცა პროცესს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაეთანხმა.
ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ შაბათს, 13 დეკემბერს, ევროპაში შეხვედრაა დაგეგმილი, თუმცა აღნიშნა, რომ მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ რეალური პროგრესის შანსი იარსებებს.
„არ გვინდა დროის ფუჭად ხარჯვა. გვინდა ამ კონფლიქტის დასრულება, რათა გადავარჩინოთ ბევრი ადამიანის სიცოცხლე“, - განაცხადა მან.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ომები საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და შესაძლოა ფართომასშტაბიან ესკალაციაში გადაიზარდოს.
„ასეთი პროცესები ხშირად მსოფლიო ომებით სრულდება. თუ ეს თამაში გაგრძელდა, კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოჩნდება, და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“, - თქვა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის, უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიები შესთავაზოს.