ტრამპი წარმომადგენლის ევროპაში გაგზავნას მხოლოდ რეალური სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში განიხილავს

12.12.25 10:25
ტრამპი წარმომადგენლის ევროპაში გაგზავნას მხოლოდ რეალური სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, უკვე ამ უქმეებზე გააგზავნოს თავისი წარმომადგენელი ევროპაში მოლაპარაკებებზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება რეალური შანსი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, იუწყება Reuters. მისივე თქმით, ტრამპს აღიზიანებს მრავალჯერადი შეხვედრები, რომლებიც რეალურ პროგრესს არ იძლევა.

„პრეზიდენტი უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ ომის ორივე მხარით და მობეზრდა შეხვედრები მხოლოდ შეხვედრების გამო“, - განაცხადა ლივიტმა.

მსგავსი სიახლეები