ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - რუსეთის საოკუპაციო არმიამ, უკრაინის საპორტო ქალაქში ჩერნომორკისა და ოდესის პორტებს დაარტყა.
დარტყმების გამო დაზიანებულია თურქული გემი და საკონტეინერო ამწეც. გავრცელდა ცნობები ერთი ადამიანის დაშავების შესახებაც.
„მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მიუხედავად მუდმივი საჰაერო განგაშისა, მაშველებმა სამოქალაქო გემზე გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ჩააქრეს“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.