"ამბობენ, რომ ტრამპს მოსწონს მლიქვნელობა, მაგრამ მლიქვნელობის გამო არ ვამბობ - ბოლო დროს ის ძალიან მომწონს" - ლუკაშენკო

13.12.25 10:54
"ამბობენ, რომ ტრამპს მოსწონს მლიქვნელობა, მაგრამ მლიქვნელობის გამო არ ვამბობ - ბოლო დროს ის ძალიან მომწონს" - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს აქებს - ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ დონალდ ტრამპი ბოლო დროს ძალიან მოსწონს და თან "განმარტავს", რომ ამას მლიქვნელობის გამო არ ამბობს. 

  • ალექსანდრე ლუკაშენკომ 12 დეკემბერს მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან ჯონ კოულთან, რომელსაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ბელორუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები დაავალა.

"ამბობენ, რომ ტრამპს მოსწონს მლიქვნელობა, მაგრამ მე ამას მლიქვნელობის გამო არ ვამბობ, მინდა ვთქვა, რომ ბოლო დროს ის ძალიან მომწონს. ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, ახალი პრობლემები ჩნდება და დღეს ჩვენ ეს საკითხები უნდა განვიხილოთ. შეიძლება რამდენიმე მათგანი გადავჭრათ კიდეც."- აცხადებს ლუკაშენკო. 

 

მსგავსი სიახლეები