ტრამპი: ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

13.12.25 12:23
ტრამპი: ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

ომის მოლაპარაკებები - დონალდ ტრამპის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს, რამდენად შეიძლება იყოს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ახლა. 

როგორც თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, „რვა ომი დაასრულა და ფიქრობდა, რომ ყველაზე მარტივად დასასრულებელი რუსეთ-უკრაინის ომი იქნებოდა“.

„ვნახოთ, რა მოხდება. ვმუშაობთ იმაზე, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ. მალე გავიგებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნის იდეასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ახლა ამის შესახებ კომენტარს არ გააკეთებდა.