ირანში ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ნარგეს მოჰამადი დააკავეს

13.12.25 14:11
ირანში ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ნარგეს მოჰამადი დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ნარგეს მოჰამადი დააკავა. ინფორმაციას მისი ფონდი მოჰამადის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მოჰამადი უსაფრთხოების და პოლიციის ძალებმა "ძალადობრივად დააკავეს" ხოსრო ალიკორდის ხსოვნის ცერემონიაზე ორი დღის წინ.

ალიკორდი იყო იურისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფისში იპოვეს გარდაცვლილი.მოჰამადის მეუღლის ცნობით, მის გარდა, ამ ცერემონიალზე სხვებიც დააკავეს.

  • მოჰამადიმ ბოლო ორი ათეული წლის უმეტესი ნაწილი თეირანის ევინის ციხეში გაატარა, სადაც ხვდებიან როგორც წესი, რეჟიმის დაპატიმრებული კრიტიკოსები.
  • 2024 წლის დეკემბერში ნარგეს მოჰამადი ირანის ხელისუფლებამ დროებით გაათავისუფლა ციხიდან პოსტსაოპერაციო პერიოდში. მანამდე, მას ფეხის ქვედა ნაწილში ძვლის ნაწილი ამოუღეს, სადაც ექიმებმა სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩინეს.

ნარგეს მოჰამადი არის პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი და სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე. ირანის ხელისუფლებამ ის 13-ჯერ დააპატიმრა, ხუთჯერ გაასამართლა და საერთო ჯამში 154 როზგი და 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოჰამადი რამდენჯერმე გაათავისუფლეს გირაოთი, ამის შემდეგ ის უფლებადამცველ საქმიანობას ეწეოდა.

ამჟამად ის სასჯელს იხდის თეირანის ციხეში, სადაც ხშირად ათავსებენ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. 

 

მსგავსი სიახლეები