ბუდაპეშტში ორბანის მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები იმართება
უნგრეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გრძელდება. გასულ ღამეს დემონსტრანტებმა მსვლელობით ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს - ხელში ეჭირათ სანთლები და ბანერები წარწერით: „დაიცავი ბავშვები“.
პროტესტის ახალი ტალღა, გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ გაძლიერდა, რაც საზოგადოებაში არასრულწლოვანებზე ძალადობის ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებამ მძიმე რეაქციას გამოიწვია. პარალელურად, სკანდალი უკავშირდება არასრულწლოვანთა ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც გამოძიების ფარგლებში პროსტიტუციის ორგანიზებას, ფულის გათეთრებას და ადამიანებით ვაჭრობას უკავშირდება.
საქმეზე ჯამში 7 პირია დაკავებული, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მხოლოდ შემსრულებლების დასჯა საკმარისი არ არის - ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ითხოვენ იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც, მათი თქმით, ბავშვების უფლებების დაცვა ევალებოდა.