ზელენსკი ადასტურებს, რომ ბერლინის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს

14.12.25 10:29
ზელენსკი ადასტურებს, რომ ბერლინის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ბერლინში დაგეგმილ მოლაპარაკებებში, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულებას შეეხება.

ზელენსკის თქმით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის წარმომადგენლებთან და ევროპელ პარტნიორებთან, ხოლო ბერლინში „ბევრი ღონისძიება“ გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს, 15 დეკემბერს, იგი გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება უკრაინის ეკონომიკის საკითხებზე; ჯერჯერობით უცნობია, ჩავა თუ არა ზელენსკი ბერლინში კვირას, 14 დეკემბერს, აშშ-ის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შესახვედრად.

ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი ამზადებს უსაფრთხოების გარანტიების დეტალებს, რომლებიც „სამართლიან მშვიდობას“ უნდა დაეფუძნოს და გამორიცხოს რუსეთის განმეორებითი შეჭრა. მისივე თქმით, უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებებში „ძლიერია“ - ფრონტზე მდგომარეობის, იარაღის წარმოებისა და შიდა სტაბილურობის გამო.

"მოლაპარაკებებაში ჩვენი, უკრაინული პოზიცია ძლიერია, რადგან ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს ფრონტზე, იარაღის მრეწველობასა და შიდა სტაბილურობაში" - ამბობს ზელენსკი.

ბერლინში ასევე იგეგმება უკრაინის აღდგენის საკითხზე კონსულტაციებიც აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით.

მსგავსი სიახლეები