სტარმერმა და ფონ დერ ლაიენმა „სამართლიანი მშვიდობის“ გზებსა და რუსეთი გაყინული აქტივების შესახებ იმსჯელეს

14.12.25 14:11
სტარმერმა და ფონ დერ ლაიენმა „სამართლიანი მშვიდობის“ გზებსა და რუსეთი გაყინული აქტივების შესახებ იმსჯელეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბარში უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის ხელმძღვანელობით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მუშაობა განიხილეს. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის პრესრელიზის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს უკრაინის მომავლისთვის გადამწყვეტი ეტაპია და ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად იქნება საჭირო.

ამასთან, მათ ისაუბრეს რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივების საკითხზეც - პრესრელიზში აღნიშნულია, რომ განიხილეს ამ მიმართულებით მიღწეული ბოლოდროინდელი პროგრესი.

მსგავსი სიახლეები