სიდნეიში, ებრაულ ღონისძიებაზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს - ტერაქტს 12 ადამიანი ემსხერპლა

14.12.25 16:32
სიდნეიში, ებრაულ ღონისძიებაზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს - ტერაქტს 12 ადამიანი ემსხერპლა

ავსტრალიაში, სიდნეის ბონდის (Bondi) პლაჟზე, ებრაულ ღონისძიებაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომელსაც ხელისუფლებამ ტერორისტული აქტი უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 30 დაშავდა.

ნიუ-საუთ-უელსის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებიდან ერთი ადგილზე მოკლეს, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია; სამართალდამცველები ასევე ამოწმებენ მესამე პირის შესაძლო მონაწილეობას და ადგილზე აღმოჩენილ ეჭვმიტანილ თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. Reuters წერს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ავსტრალიის სპეცსამსახურებისთვის ადრეაც იყო ცნობილი. 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ძალადობა, ხოლო ადგილზე საგანგებო სამსახურები და გამოძიება მუშაობენ. 

მსგავსი სიახლეები