სროლა სიდნეიში - დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, თავდამსხმელები მამა-შვილი აღმოჩდნენ
სიდნეიში, ბონდი ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, რომელთა შორის 10 წლის გოგონაა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
თავდასხმა ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს მოხდა.პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უკვე მისცა.
გამოძიების ინფორმაციით თავდამსხმელი მამა-შვილი იყო. პოლიციამ 50 წლის მამაკაცის ლიკვიდაცია ადგილზევე განახორციელა, 24 წლის მამაკაცი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.