უიტკოფი: ბერლინში აშშ–უკრაინის მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ
ბერლინში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს, ჯარედ კუშნერს და ორივე ქვეყნის დელეგაციებს შორის ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეებმა სიღრმისეულად განიხილეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ეკონომიკური პროგრამები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
უიტკოფის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი წინსვლა და დელეგაციები კონსულტაციების გაგრძელებას ხვალ დილით გეგმავენ.