მედია: აფეთქებები მოსკოვში - უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია
მოსკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა - უკრაინული დრონებით იერიში რუსეთის დედაქალაქზე ღამით დაიწყო, რასაც აფეთქებები მოჰყვა.ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
- გავრცელებული ცნობებით ეპიცენტრი მოსკოვის, ისტრას რაიონი იყო. დროებით შეჩერდა ფრენები - დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებშიც.
ასევე, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, გასული ღამის განმავლობაში სარაკეტო შეტევის გამო განგაში სამჯერ გამოაცხადეს ქალაქ ბელგოროდსა და შჩებეკინოს რაიონში. გლადკოვი ადგილობრივ მცხოვრებთ სარდაფებში ჩასვლისკენ მოუწოდებდა.
ადგილობრივი გამოცემა „პეპელი“ და ტელეგრამ-არხი „ასტრა“ წერენ, რომ ბელგოროდში დარტყმა იყო თბოელექტროსადგურ „ლუჩზე“, რომელიც ელექტროენერგიითა და გათბობით ამარაგებს ქალაქის ნაწილს.