უკრაინა მზად არის, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, ნატოში გაწვრიანებაზე უარი თქვას - ზელენსკი

15.12.25 10:12
უკრაინა მზად არის, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, ნატოში გაწვრიანებაზე უარი თქვას - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 დეკემბერს ბერლინში ამერიკელ წარმომადგენლებთან გამართული ხუთსაათიანი მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით უკრაინა მზად არის, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე, დასავლეთის იურიდიული უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. ამის შესახებ Reuters წერს.

„თავიდანვე უკრაინის სურვილი იყო ნატოში გაწევრიანება - ეს რეალური უსაფრთხოების გარანტიებია. თუმცა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთმა პარტნიორმა ეს მიმართულება არ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, დღეს უკრაინასა და აშშ-ს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები, აშშ-ისგან ჩვენთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები, ასევე უსაფრთხოების გარანტიები ევროპელი პარტნიორებისა და სხვა ქვეყნებისგან, კანადისა და იაპონიისგან, წარმოადგენს შესაძლებლობას, თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის მორიგი შეჭრა. და ეს უკვე კომპრომისია ჩვენი მხრიდან,- განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თქმით, ზელენსკისთან და ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, შეხვედრისას „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული. მოლაპარაკებები 15 დეკემბერს გაგრძელდება.

ზელენსკის მრჩევლის, დმიტრი ლიტვინის განცხადებით, მხარეებმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ეკონომიკური საკითხები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ტერიტორიების დათმობაზე არ განიხილავს და უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო უნდა იყოს.

მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უძღვებოდა, ხოლო 15 დეკემბერს ბერლინში სხვა ევროპელი ლიდერების ჩასვლაც არის მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები