კაია კალასი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რეალურ სამხედრო მხარდაჭერას უნდა ეფუძნებოდეს

15.12.25 11:30
კაია კალასი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რეალურ სამხედრო მხარდაჭერას უნდა ეფუძნებოდეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების მთავარი მიზეზი რუსეთის შესაძლო აგრესიისგან თავდაცვაა. მისი თქმით, შვედეთისა და ფინეთის, ისევე როგორც ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანება სწორედ უსაფრთხოების რეალური გარანტიების საჭიროებით იყო განპირობებული.

კალასმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ფორმალური დაპირებები არ უნდა იყოს და აუცილებელია რეალური სამხედრო მხარდაჭერა ადგილზე. მისი შეფასებით, დონბასის რუსეთის ხელში გადასვლა საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ უკრაინის მთლიანობას, არამედ მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას, რადგან უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, რისკის ქვეშ სხვა რეგიონებიც აღმოჩნდებიან.

რატომ  უნდათ ქვეყნებს ნატოში ყოფნა იმიტომ რომ მათ არ სურთ რუსეთის შეჭრა მათ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შვედეთი და ფინეთი შეურზტდნენ ნატოს, ამიტომ შეურზტდნენ ბალტიის ქვეყნები, რომ ჰქონოდათ თავდაცვის ქოლგა. ჩვენ უნდა ვნახოთ რა ტიპის უსაფრთხოების გარანტიებია ხელსაყრელი. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ფურცელზე არ დაპირებები. ეს უნდა იყოს რეალური ჯარები რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. თუ რუსეთი დონბასს მიიღებს ეს ნიშნავს იმას რომ ციხესიმაგრე დაეცა, მაშინ ის განაგრძობს მთელი უკრაინის აღებას. თუ უკრაინა დამარცხდება მაშინ სხვა რეგიონებიც იქნებიან საფრთზის წინაშე ჩვენ ეს ისტორიაში ვნახეთ და ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ, - განაცხადა კალასმა.

მსგავსი სიახლეები