BILD: ზელენსკი დონბასიდან უკრაინული ჯარების ცალმხრივად გაყვანის განხილვაზე უარს აცხადებს

15.12.25 16:40
BILD: ზელენსკი დონბასიდან უკრაინული ჯარების ცალმხრივად გაყვანის განხილვაზე უარს აცხადებს

ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების “რთული რაუნდი“ გაიმართა.

გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ომის „გაყინვის“ ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმას კიევი მოსკოვის სასარგებლოდ მიკერძოებულ დოკუმენტად მიიჩნევს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს მტკივნეული კომპრომისები, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც ზელენსკი წასვლას არ აპირებს.

„ძირითადი დავა ტერიტორიულ საკითხს ეხება. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები აღიარებულია რუსეთის ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზები გაყინულია“, - წერს გამოცემა.

BILD-ის ცნობით, უკრაინა მზადაა დროებით „გაყინოს“ ფრონტი და დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე, თუმცა კატეგორიულად უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი დონბასიდან გაყვანის შესახებ მოთხოვნას.

კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც ზელენსკიმ გააჟღერა.

„თუ უკრაინული ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, 5-10 კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილით ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“ - განაცხადა ზელენსკიმ.