უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - კონვენციას ხელი საქართველომაც მოაწერა
34 ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დააფუძნეს. მას საქართველოც შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს ავრცელებს.
კონვენციას ხელი მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა.
დიპლომატიურ კონფერენციას 50 ქვეყნის ლიდერი და მაღალი დონის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სჰოფი.
ცნობილია, რომ კომისია ევროპის საბჭოს ეგიდით შეიქმნა. ის ნიდერლანდებში იმუშავებს და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დროს მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების მოთხოვნების შესაბამისობას შეაფასებს.