Politico ასახელებს თარიღს, როცა აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ
Politico წერს, რომ აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები ამ შაბათ-კვირას ფლორიდის შტატში, მაიამიში გამართავენ შეხვედრას - თემა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულებაა.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
რუსეთის წარმომადგენელთა შორის იქნება რუსეთის სახელმწიფო კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელიკირილ დმიტრიევი.