ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

18.12.25 15:15
ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ტუსკის განცხადებით, ის მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობს - "მე ევროპის შესახებ ვსაუბრობ".

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ. მე მხოლოდ უკრაინის შესახებ არ ვსაუბრობ. მე ევროპის შესახებ ვსაუბრობ. ეს ჩვენს გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები