ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო, რობერტ ფიცოს თვითმფრინავმა აფრენა ვერ მოახერხა
ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო, რობერტ ფიცოს თვითმფრინავმა აფრენა ვერ მოახერხა.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “საავიაციო დეპარტამენტის სამთავრობო თვითმფრინავმა აფრენა ვერ მოახერხა, მაგრამ ინციდენტი მათი შეცდომის ან დაუდევრობის შედეგი არ ყოფილა"
"მაშინ როდესაც ბრიუსელის აეროპორტში სატრანსპორტო კომპანიის მიერ მობილური კიბის გადაადგილება ხდებოდა, ისინი კონტაქტში შემოვიდნენ თვითმფრინავის წინა მარცხენა კართან. ინციდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტის მხრიდან რაიმე შეცდომის ან დაუდევრობის შედეგი არ ყოფილა", - ნათქვამია განცხადებაში.