ფაშინიანმა დაადასტურა, რომ საქართველოსთან ტარიფთან დაკავშირებით "გარკვეული პრობლემა არსებობს"

18.12.25 20:54
ფაშინიანმა დაადასტურა, რომ საქართველოსთან ტარიფთან დაკავშირებით "გარკვეული პრობლემა არსებობს"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ადასტურებს, რომ საქართველოსთან ტარიფთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვიოალდ არსებობს - ინფორმაციას რამდენიმე სომხური მედია ავრცელებს და იწუყება, რომ რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდება.

ფაშინიანმა დღეს, 18 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აზერბაიჯანთან ნავთობის შესყიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა „არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფებთან“.

„თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება“, - სომხური მედიის ცნობით, განაცხადა ფაშინიანმა.

  • დღეს, 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი მიაწოდა.

მანამდე აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ უსაფუძვლოდ მაღალი ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.
 

მსგავსი სიახლეები