ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინამ სწრაფად უნდა იმოქმედოს

19.12.25 10:17
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინამ სწრაფად უნდა იმოქმედოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით სწრაფ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ Clash Report წერს.

„და იცით, ყოველ ჯერზე, როცა ისინი (უკრაინელები) ზედმეტად დიდხანს აჭიანურებენ, რუსეთი საკუთარ პოზიციას ცვლის“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჟურნალისტების კითხვაზე უკრაინასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, რომელიც ამ შაბათ-კვირას ფლორიდაში გაიმართება, აღნიშნა, რომ მხარეები „უკვე რაღაცასთან ძალიან ახლოს არიან“.

„იმედი მაქვს, უკრაინა სწრაფად იმოქმედებს, რადგან რუსეთიც იქ არის წარმოდგენილი“, - დაამატა ტრამპმა.

ასევე მას ჰკითხეს, მოითხოვდა თუ არა კონგრესისგან ნებართვას ვენესუელაში კარტელებზე სახმელეთო შეტევების განხორციელებისთვის, რაზეც ტრამპმა უპასუხა:

მე ვალდებული არ ვარ მათ ამის შესახებ ვაცნობო, და ეს საერთოდ არ მაწუხებს. უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ ისინი ინფორმაციის გაჟონვას არ დაუშვებენ, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები