რუსეთის რეგიონებს დრონებით შეუტიეს - დაზიანდა ენერგოინფრასტრუქტურა

19.12.25 10:24
რუსეთის რეგიონებს დრონებით შეუტიეს - დაზიანდა ენერგოინფრასტრუქტურა

ღამით რუსეთის მრავალ რეგიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებოდნენ დრონებით შეტევის შესახებ ორიოლზე, როსტოვზე, ტაგანროგზე, სტავროპოლის მხარესა და ვორონეჟის ოლქზე.

ორიოლსა და როსტოვში შეტევის შემდეგ ნაწილობრივ გაითიშა ელექტროენერგია. მოგვიანებით ორიოლის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ თავდასხმის ობიექტი ადგილობრივი თბოელექტროსადგური იყო.

„მტრული შეტევის შედეგად დაზიანდა ქალაქ ორლის კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ავარიული ბრიგადები აწარმოებენ სარემონტო სამუშაოებს, რის გამოც ორლის ქალაქის საბჭოთა რაიონში შესაძლებელია სითბოს, ელექტროენერგიისა და ცხელი წყლის მიწოდების ხანმოკლე შეზღუდვები“, — განაცხადა გუბერნატორმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტევის შედეგად დაიწვა ქიმიური ქარხანა „ტოლიატიაზოტი“ ტოლიატიში, სამარის ოლქში.

ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური ქარხანა და მსოფლიოში ამიაკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი. მისი ძირითადი პროდუქციაა ამიაკი, კარბამიდი (შარდოვანა), მეთანოლი და სხვა აზოტოვანი ქიმიკატები. ამიაკის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ტონას შეადგენს.

მსგავსი სიახლეები