სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში კრიზისი ღრმავდება - 10 მღვდელმთავარი კათალიკოს გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს

19.12.25 10:32
სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში კრიზისი ღრმავდება - 10 მღვდელმთავარი კათალიკოს გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს

სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში დაძაბულობა კვლავ იზრდება. ათმა მღვდელმთავარმა ღიად მოითხოვა კათალიკოს გარეგინ მეორის გადადგომა.

ეკლესიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ კათალიკოსის რეზიდენციასთან და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ საჯაროდ დააფიქსირეს. პარალელურად, ეჩმიაწინის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავი ძალების მობილიზება დაფიქსირდა, რაც არსებული კრიზისის სიმწვავეზე მიუთითებს.

საუბარია იმავე მღვდელმთავრებზე, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ეკლესიაში არსებული სექსუალური სკანდალის შესახებ განაცხადეს და კათალიკოს გარეგინ მეორეს ინფორმაციის დამალვაში დასდეს ბრალი. მათი შეფასებით, ეკლესიის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის აღება.

ეკლესიის შიგნით განვითარებული პროცესები ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონტექსტშიც განიხილება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ეკლესიის რეფორმირების პროცესს, თუმცა აღნიშნავს, რომ მღვდელმთავრების მოთხოვნები მათი დამოუკიდებელი პოზიციაა.

კათალიკოს გარეგინ მეორეს გადადგომის საკითხი სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში მიმდინარე ყველაზე სერიოზულ კრიზისად რჩება და განვითარებულ მოვლენებს როგორც ეკლესიის შიგნით, ისე ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად აკვირდებიან.

მსგავსი სიახლეები