პუტინმა უნდა იცოდეს, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, კვლავ შეეცდება უკრაინაზე თავდასხმას, რეაქცია დამანგრეველი იქნება - რუტე
პუტინმა უნდა იცოდეს, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, კვლავ შეეცდება უკრაინაზე თავდასხმას, რეაქცია დამანგრეველი იქნება, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე საუბრობს. მისი თქმით, სწორედ ამ პრინციპზე იგება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების სისტემა, რომლის მიზანიც არის რუსეთის შეკავება და მშვიდობის რეალური, გრძელვადიანი უზრუნველყოფა.
პუტინმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, თუ ის კვლავ შეეცდება უკრაინაზე თავდასხმას, რეაქცია დამანგრეველი იქნება. სწორედ ამ ლოგიკით იგეგმება უსაფრთხოების გარანტიების სისტემა. ჩნდება მთავარი კითხვა: თუ უკრაინის საკითხზე დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, იქნება ეს გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა თუ სამშვიდობო შეთანხმება, როგორ ავიცილოთ თავიდან რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი თავდასხმა? სწორედ აქ იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას უსაფრთხოების გარანტიების სისტემა. ამჟამად იგი სამი მიმართულებით იგეგმება: პირველი, ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალები. ის, რა თქმა უნდა, დარჩება ძლიერ და სრულფასოვან ძალად და საკუთარ ტერიტორიაზე იქნება თავდაცვის პირველი ხაზი. მეორე ფენა არის ეს კოალიცია, რომლის ფორმირებაზეც ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ევროპელ პარტნიორებს კანადასთან ერთად უზრუნველყონ მშვიდობის მდგრადობა. მესამე ელემენტია აშშ. ამერიკის პრეზიდენტმა აგვისტოში განაცხადა, რომ სურს, აშშ იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვები იმის შესახებ, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში და როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს უსაფრთხოების გარანტიების ერთიანი პაკეტი. სწორედ ეს არის ამჟამინდელი დებატის არსი. საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან თუ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ნატოში გაწევრიანება პაქტიკული მიზეზების გამო შეუძლებელი იქნება, საჭიროა მკაფიო პასუხი კითხვაზე, როგორ ავიცილოთ თავიდან შემდგომი აგრესია?, - განაცხადა რუტემ.