რუბიო: [რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე] პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გზა გვაქვს გასავლელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებში "პროგრესს მიაღწია", თუმცა "ჯერ კიდევ გზაა გასავლელი".
რუბიოს თქმით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ "უზარმაზარი დრო და ენერგია" დახარჯა ომის დასასრულებლად და ახლა "ცდილობენ გაარკვიონ, რისი დათმობა შეუძლია უკრაინას და რისი დათმობა შეუძლია რუსეთს".
[ჩვენ გვსურს] დავადგინოთ ორივე მხარის პოზიციები და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მათი ერთმანეთთან დაახლოება რაიმე შეთანხმებისკენ.
მოლაპარაკებების შედეგად მიღებული შეთანხმება ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და ორივე მხარემ რაღაც დათმოს. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა შეუძლია რუსეთს დათმოს და რას ელოდება? რა შეუძლია უკრაინას დათმოს და რას ელოდება? საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული და არა შეერთებულ შტატებზე...
ვფიქრობ, პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გზა გვაქვს გასავლელი და ცხადია, ყველაზე რთული საკითხები ყოველთვის ბოლოსთვის რჩება," - განაცხადა რუბიომ.