უშაკოვი სამშვიდობო შეთანხმების შეფერხებას ევროპასა და უკრაინას აბრალებს
კრემლი პასუხისმგებლობას ისევ სხვებს აკისრებს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი სამშვიდობო შეთანხმების შეფერხებას ევროპასა და უკრაინას აბრალებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის დებულებები, რომელთა დამატებასაც ევროპელები ცდილობენ, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას ნამდვილად არ აუმჯობესებს“, - განაცხადა უშაკოვმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრის იდეა დღის წესრიგში არ დგას.
„ჯერჯერობით ამ ინიციატივის შესახებ სერიოზული საუბარი არ ყოფილა და რამდენადაც მე ვიცი, ამის მომზადებაც არ განიხილება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.