დრონებით თავდასხმა კრასნოდარზე - დაზიანებულია ორი ნავმისადგომი და ორი გემი
რუსეთში, კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ნავმისადგომი და ორი გემი დაზიანდა.
რეგიონის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გემებზე მყოფი ყველა მგზავრი ევაკუირებულია.
„გემებზე მყოფი ყველა მგზავრი ევაკუირებულია. არც ეკიპაჟის წევრებს შორის და არც სანაპირო პერსონალს შორის არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დრონის თავდასხმამ ნავმისადგომებზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც 1000-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავდა.