მოსკოვში რუსი გენერალი ააფეთქეს

22.12.25 10:45
მოსკოვში რუსი გენერალი ააფეთქეს

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში რუსეთის ჯარების ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი სარვაროვი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.

როგორც მედია წერს, ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი მანქანის ძირში იყო დამონტაჟებული.

ამჟამად სარვაროვი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მსგავსი სიახლეები