ლიპეცკის აეროდრომზე, მტრის „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები დაიწვა - უკრაინის დაზვერვა

22.12.25 11:41
ლიპეცკის აეროდრომზე, მტრის „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები დაიწვა - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ლიპეცკში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, რის შედეგადაც მტრის „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი განადგურდა.

უწყების ცნობით, მათი სავარაუდო ჯამური ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა.

20-21 დეკემბრის ღამეს ლიპეცკის მახლობლად მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა და მტრის კუთვნილი ძვირადღირებული „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დაიწვა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, აგრესორის ორივე სამხედრო თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. მათი სავარაუდო ჯამური ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათი ინფორმაციით, ლიპეცკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ორი კვირა დასჭირდა.