რუსი გენერალი, რომელიც მანქანაში ააფეთქეს, მოკვდა

22.12.25 11:57
რუსი გენერალი, რომელიც მანქანაში ააფეთქეს, მოკვდა

რუსეთის ჯარების ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი სარვაროვი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა და 22 დეკემბერს საკუთარ მანქანაში ააფეთქეს, გარდაიცვალა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მკვლელობას უკრაინის სპეცსამსახურს უკავშირებს. 

დღეს დილით ავტომობილის ძირში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.