ვინ გააგზავნის ჯარებს უკრაინაში?

22.12.25 21:13
ვინ გააგზავნის ჯარებს უკრაინაში?

56 წლის რუსი გენერალი, საკუთარ მანქანაში გამთენიისას ააფეთქეს. შემზარავი კადრით დაიწყო დილა მოსკოვის ერთ-ერთ ელიტარულ უბანში. ფანილ სარვაროვი დულის შვიდ საათზე სახლიდან გამოვიდა მანქანაში ჩაჯდა, რამდენიმე მეტრის გავლა მოასწრო როდესაც მისი ავტომობილი აფეთქდა. გენერალ ლეიტენანტი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს. მოსკოვი ხელს უკრაინის სპეცსამსახურებს ადებს. ამტკიცებენ, რომ მოსკოვში შეირაღებული ძალების ერთ-ერთი შეფი მათ ააფეთქეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ ლეიტენანტი, წლები მსახურობდა რუსეთის თავდაცვის ძალებში. ის მონაწილეობდა რუსეთ- ჩეჩნეთის და რუსეთ-საქართველოს ომშიც. დღევანდელ დღემდე ის შეიარღებული ძალების ოპერატიული მომზადების დანაყოფს მეთაურობდა. მოსკოვმა მომხდარს უკვე მიანიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ სწორედ მათ მიერ დაგეგმილი ამ სპეცოპერაციის გამო დაკარგა რუსეთმა, ორი ძვირადღირებული გამანადგურებელი. დაიწვა სუ-30-ის და სუ-27-ი. მხოლოდ ამ შემთხვევის გამო, კრემლის ზარალი ასი მილიონი დოლარია. სპეცოპერაცია ორი კვირის განმავლობაში მზადდებოდა. უკრაინელებმა ზედმიწევნით შეისწავლეს პატრულირების მარშრუტისა და გუშაგთა შეცვლის გრაფიკიც. ეს ხდება მაშინ,. როცა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები პიკშია. ამიტომაც ჩნდება კითხვა: იყო კიდევ ერთი პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრა ამ შინაარსის იდენტური განცხადებები ფლორიდაში სამ დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ უმეროვმა და უიტკოფმა გაავრცელეს. 

სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ახლა განხილვის მთავარი თემა ოთხი დოკუმენტია. პირველი - 20-პუნქტიანი გეგმაა, რომლის მიხედვითაც ომი უნდა დასრულდეს. მეორე უსაფრთხოების გარანტიებია - მექანიზმი, რომელიც ბოლომდე დააზღვევს კიევს მოსკოვიდან მომავალი ახალი საფრთხეებისგან. მესამე - უკრაინაში ძლიერი ჯარის არსებობაა და მეოთხე - უკრაინის ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის შემუშავებაც. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, გერმანული ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ევროპული ქვეყნები მზად არიან ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამხედროები გაუშვან. 

მარკ რუტეს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებს გულისხმობდა, თუმცა მიანიშნა, რომ ამ დიალოგში მსურველთა კოალიციაა ჩართული - გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. თუ უკრაინას ეყოლება ძლიერი ჯარი, პუტინი ახალი ომის წამოწყებას ვერ გაბედავს. ამიტომაც ითხოვს ზელენსკი, რომ თუ მის ქვეყანას NATO-ში ინტეგრაციაზე უარის თქმას აიძულებენ, მაშინ ამოქმედდეს ზუსტად ისეთი მექანიზმი როგორიც NATO-ს მეხუთე მუხლია და რომელიც მოკავშირის კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს.

დეტალებით გუგა არჩვაძე