რუსები უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევენ

23.12.25 10:22
რუსები უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევენ

რუსები უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევენ - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

„ფრთოსანი რაკეტა სუმის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩერნიგოვის ოლქისკენ მიემართება. ფრთოსანი რაკეტა სუმის ოლქის ჩრდილოეთით ჩერკასის ოლქისკენ მიემართება,“ - აცხადებენ საჰაერო ძალებში

მათი ინფორმაციით, საჰაერო სივრცეში მტრის სამიზნეების დიდი რაოდენობა ფიქსირდება. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, არ უგულებელყონ განგაში და თავშესაფრებში დარჩნენ მანამ, სანამ ის არ დასრულდება.