იაპონია უკრაინის დასახმარებლად დამატებით $6 მილიარდს გამოყოფს
იაპონია მომავალ წელს უკრაინისთვის დამატებით $6 მილიარდის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის მთავრობასა და პრემიერმინისტრს ფინანსური დახმარების დაპირებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობას ვუხდი იაპონიას და მის პრემიერმინისტრ სანაე ტაკაიჩის," დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
ზელენსკის თქმით, "საერთაშორისო წესრიგი აუცილებელია, რათა რუსეთის დამახინჯებული საომარი პოლიტიკა თავიდან იქნას აცილებული“