რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - არიან დაშავებულები
ღამით რუსულმა ძალებმა ზპოროჟიე დაბომბეს. საცხოვრებელ უბნებში დაფიქსირდა ნგრევა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ Telegram-ში ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვი, განაცხადა.
„ოლქის ცენტრზე არანაკლებ სამი მტრული დარტყმა განხორციელდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი,“ - დაწერა ფედოროვმა.
მისივე ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი - 46 წლის მამაკაცი და ორი ქალი, 75 და 35 წლის. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ავიაბომბებმა დააზიანა სულ მცირე 13 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია აივნები. შეტევის შედეგად ასევე გაჩნდა ხანძარი ავტოფარეხებსა და გაჩერებულ ავტომობილებში.
უკრაინის ეროვნულ პოლიციაში განაცხადეს, რომ დაზიანებულია საგანმანათლებლო დაწესებულება და საქალაქო ტრანსპორტი.