მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა
მოსკოვში, ელეცკაიას ქუჩაზე, საეჭვო პირის დაკავებისას მომხდარი აფეთქების შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა, დაიღუპა თავად ეჭვმიტანილიც. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცავები პოლიციის სამსახურებრივ ავტომობილთან მდგომ პირს მიუახლოვდნენ.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავთა სიცოცხლის ხელყოფისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო გამოყენების მუხლებით.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.