რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს. როგორც Reuters-ი იუწყება, ლეო XIV იმედი გამოთქვამს, რომ მთელ მსოფლიოში 24 საათის განმავლობაში მშვიდობა იქნება"
ყველა კეთილი ნების ადამიანს მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ მშვიდობის დღეს, სულ მცირე, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მაინც.
მწუხარებას იწვევს ის, რომ რუსეთმა ზავის თხოვნაზე უარი თქვა. იმედი მაქვს, მოგვისმენენ და მთელ მსოფლიოში 24 საათის განმავლობაში მშვიდობა იქნება“, - აღნიშნა რომის პაპმა.