კოსმეტიკის და შოკოლადების ქურდობის ბრალდებით იტალიაში 3 ქართველი დააკავეს
იტალიაში, სესტო კალენდეში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
როგორც იტალიური მედია იუწყება, კარაბინიერებმა საქართველოს მოქალაქეებს მანქანაში ნაქურდალი ნივთების ორმაგი რაოდენობა აღმოუჩინეს, რომელთა შორის იყო 1600 ევროზე მეტი ღირებულების კოსმეტიკა და შოკოლადები.
სამივე პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.