ფეხბურთის ფსონების საქმე - თურქეთში 29 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სპორტსმენები, ბიზნესმენები და "გალათასარაის" ექს-პრეზიდენტი
თურქი ფეხბურთელები დიდ სკანდალში გაეხვნენ - დაკავებულია 14 სპორტსმენი, ბიზნესმენები, ცნობილი საფეხბურთო კლუბის "გალათასარაის" ყოფილი პრეზიდენტი ერდენ თიმური და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორიც.
ჯამში, ერთი და იგივე საქმეზე ხელბორკილი 29 ადამიანს დაადეს. სკანდალი გაყალბებულ სპორტულ ფსონებს უკავშირდება. სტამბულის პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილი ფეხბურთელები სპორტულ ფინანსურ ფსონებს მეტოქე გუნდების გამარჯვებაზე დებდნენ და შემდეგ იმისთვის, რომ მოგება ენახათ მატჩების შედეგებზე გავლენას ახდენდნენ. სკანდალური ამბავი, საბანკო ანგარიშებზე საეჭვო ტრანზაქციების გამო გასკდა.